“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება” – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არჩევნებზე მისვლა არის უსაფრთხო და ის მოქალქეებს მოუწოდებს, რომ პროცესი მონაწილეობა მიიღონ.

მეზვრიშვილის განმარტებით, მიუხედავად პანდემიისა, მაქსიმუმი გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული.

“როგორც მოგეხსენებათ არჩევნები გვიახლოვდება, წესებთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა – ცესკომ, ეპიდემიოლოგებმა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულად გარანტირებული. ეს წესები შემუშავდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და როგორც დამკვირვებლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძლებლობა, ისე ამომრჩეველს ექნება უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული მიუხედავად პანდემიისა. არჩევნებზე მისვლა არის უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალქეებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ,” – განაცხადა მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები