„შევინარჩუნოთ ის მონაპოვარი, რასაც 8 წლის მანძილზე მივაღწიეთ“ – ალი ბაბაევი „მედიაცენტრ მთავარში“

„საარჩევნო პროცესები სტაბილურად მიდის, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობს, ამ პარტიას მხოლოდ ის ადამიანები მისცემენ ხმას, ვისაც მათ დროს ჰქონდა ძალაუფლების ბერკეტები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა.

ბაბაევმა ქვემო ქართლის მოსახლეობას ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე მიმართა და მოუწოდა, რომ 31 ოქტომბერს ყველა მივიდეს არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის რეგიონს წინა ხელისუფლება დესტაბილიზაციისთვის იყენებდა:

„ქვემო ქართლი არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დესტაბილიზაციის კერა, არჩევნების დროს ყველაზე დიდ ხმებს იღებდნენ ქვემო ქართლიდან, აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ ადამიანებს. ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება ქვემო ქართლში არის პროვოკაცია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი კანდიდატები ჰყავს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ხალხი დააშინონ ან იყიდონ ხმები.

მე მივმართავ აზერბაიჯანელებს; ჩვენ საქართვლოში საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობთ ქართველ ხალხთან ერთად, ყველა ომები ერთად გადავიტანეთ და შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, მიდით არჩევნებზე 31 ოქტომბერს და მიეცით ხმა ჩვენს სტაბილურ მომავალს, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ის, რაც ამ ბოლო 8 წლის მანილძე მოვიპოვეთ.

30 წლის განმავლობაში საქართველოში ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად ბევრი ექსპერიმენტი გავიარეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბევრი წნეხი გადავიტანეთ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სტაბილურობა გვაქვს, არ უნდა დავკარგოთ ის სასიკეთო ძვრები, რაც მოვიპოვეთ რვა წლის განმავლობაში.“ – განაცხადა ალი ბაბევმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება,

მსგავსი თემები