ცესკო-სთან სამართალდამცველებსა და „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლიციამ სამი პირი დააკავა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით ექვს საათზე შეუჩერდათ რეგისტრაციის ვადები იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან კოვიდინფიცირებული ან არიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, 100 000-მდე მოქალაქე დაკარგავს ხმის მიცემის უფლებას. ჩვენ ამას არ შევეგუებით, ამისთვის არ გვიბრძოლია 20 ივნისს. ცესკო-მ ყველასთვის უზრუნველყოს გადასატანი ყუთების მიტანა, რეგისტრაცია იყოს 30 ოქტომბრამდე. ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, ვიბრძოლებთ, რათა სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

მსგავსი თემები