“ყოველგვარ ეფექტს მოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორადაა სახეზე მორგებული” – ხათუნა ზახაშვილი

„დღეისთვის მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის ყველაზე უფრო ეფექტურია სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგი ეფექტურობით გამოირჩევა ორშრიანი სამედიცინო ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც.

„დღეისთვის მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის ყველაზე უფრო ეფექტურია სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი, შემდეგი ეფექტურობით გამოირჩევა ორშრიანი სამედიცინო ნიღაბი, თუმცა გარკვეული შემაკავებელი უნარი გააჩნია ნაჭრის მრავალშრიან ნიღბებსაც, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი შრისგან შედგება, რაც მეტი შრისგან შედგება, ალბათობა, რომ შეაკავებს ვირუსს, მეტია. გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სამედიცინო ნიღაბი ვერ იქნება პრევენციის გარანტი. თან უნდა ახლდეს რამდენიმე სწორი ქმედება, ეს არის სწორად რისკის შეფასება, სად იმყოფებით, ნიღაბის სწორად ტარება, დისტანციის დაცვა და იმ გარემოს ვენტილაცია, სადაც იმყოფებით“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ყოველგვარ ეფექტს მოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორადაა სახეზე მორგებული, არ იცავს ცხვირს და პირს მთლიანად. 

„ხშირად ვამჩნევ, რომ ნიღაბი ზოგს უკეთია, მაგრამ ფორმალურად. ყოველგვარ ეფექტს მოკლებულია ნიღაბი, რომელიც არასწორადაა სახეზე მორგებული, არ იცავს ცხვირს და პირს მთლიანად. ყველაფერს თავისი წესი აქვს. საზოგადოებაში დამკვიდრებულია არასწორი წარმოდგენა, რომ ჯანმრთელ ადამიანებს სამედიცინო ნიღაბი უნდა ეკეთოს უკუღმა: ანუ ღია ფერი გარეთ და მუქი ფერი შიგნით. გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე, რომელიც ორფერიანია, მუქი ფერით გარეთ უნდა გეკეთოთ. ეს არის წვეთების ამრეკლი შრე, ხოლო შიდა ფენა არის შემწოვი, რომელიც თქვენგან გამოტყორცილ წვეთებს შეაკავებს. სამედიცინო ნიღბები არის ერთჯერადი და ის არ ექვემდებარება გარეცხვას, გაუთოვებას და მეორედ გამოყენებას. მისი მოხმარების ხანგრძლივობა შემოიფარგლება იმ დროით, სანამ ეს ნიღაბი არ დაინესტება. შეიძლება დანესტვა დადგეს ძალიან ჩქარა ან გახანგრძლივდეს მაქსიმუმ ხუთ საათამდე“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მსგავსი თემები