“პროკურატურა და ექსპერტიზის ბიურო არღვევენ დაცვის უფლებას” – ადვოკატი კარტოგრაფების საქმეზე

“საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ივერი მელაშვილის დაცვის მხარისთვის ბრალდების წარდგენის შემდეგ არ გადმოუცია, მათ შორის, შსს-დან და ნატალია ილიჩოვას ბინიდან ამოღებული 1:200 000 მასშტაბის რუკების ასლი, რისი პირდაპირი ვალდებულებაც ჰქონდათ” – ამის შესახებ ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გენერალური პროკურატურა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უხეშად არღვევენ დაცვის უფლებას.

” საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ივერი მელაშვილის დაცვის მხარისთვის ბრალდების წარდგენის შემდეგ არ გადმოუცია, მათ შორის, შსს-დან და ნატალია ილიჩოვას ბინიდან ამოღებული 1:200 000 მასშტაბის რუკების ასლი, რისი პირდაპირი ვალდებულებაც ჰქონდათ”. არგუმენტად გვეუბნებიან, რომ მათთან ინახება და შეგვიძლია დედნებს გავეცნოთ, ხოლო ნაწილი გადაგზავნილი აქვთ სამხარაულის ექსპერტიზაზე. დღეს, მე და გიორგი მახარაძე მოვედით სამხარაულში და ვთხოვეთ, მოეცათ საშუალება გავცნობოდით პროკურატურიდან გადმოგზავნილ დოკუმენტებს, რათა გვცოდნოდა რა დოკუმენტები ინახება ექსპერტიზაზე. პასუხად მივიღეთ სრულიად დაუსაბუთებელი და უაპელაციო უარი. გენერალური პროკურატურა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უხეშად არღვევენ დაცვის უფლებას და გვიკეტავენ მტკიცებულებებზე სათანადო წვდომის ყველა გზას” – განაცხადა მარიკაშვილმა.

მსგავსი თემები