„ჯერჯერობით, ევროპის ქვეყნებს შორის, ვართ შუაზე ქვემოთ“ – ამირან გამყრელიძე

„საქართველოს დღეისთვის გვაქვს 32 127 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა , ბოლო ათი დღის განმავლობაში გვაქვს ოთხნიშნა ციფრი, „- ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქართველო ინფექციის მაჩვენებლით ევროპის ქვეყნებს შორის საშუალოზე დაბალ ადგილს იკავებს:

„საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის არ არის ცუდი და ჯერ – ჯერობით ვართ ევროპის ქვეყნებს შორის შუაზე ქვემოთ, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინციდენტობის მაჩვენებელი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია.

დღეისთვის აქტიური ინფექცია გვაქვს 19 232, გამოჯანმრთელებული 12 2236, პოზიტიური ტრენდია, რომ გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი ქვეყანაში იზრდება.

ჰოსპიტლებში არის დაახლოებით 3 600 – მდე დანარჩენი კოვიდ სასტუმროებში და ბინაზე.“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები