აჭარის სარაგბო კლუბების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მითაიშვილი, აჭარაში მოქმედი სარაგბო კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აქცენტი ჭაბუკთა სექციების სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე გაკეთდა.

უახლოეს მომავალში, სარაგბო კლუბების წარმომადგენლები  გაფართოვებული ფორმატით მინისტრა, დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს შეხვდებიან, სადააც რაგბში არსებული გამოწვევები, პრობლემები და სამომავლო გეგმები.
დეტალურად განიხილავენ.

შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი აჭარის 16-წლამდელთა ნაკრების შექმნა იქნება.

სარაგბო კლუბ ბათუმის დირექტორის  ზვიად უნგიაძის განცხადებით მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ალექსანდრე მითაიშვილის ხელმძღვანელობით, დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში(ფურტიო, ქედა, ჩაქვი, ქობულეთი).

აღნიშნულ შეხვედრაზე, აჭარის ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელებს სპორტულ ეკიპირებას გადასცემენ.

“მსგავსი გულისხმიერი შეხვედრა წლებია არ გამართულა. ძალიან კონსტრუქციულ და ადეკვატურ რეჟიმში ვისაუბრეთ. მოხარული ვარ, რომ შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლაშა ჩავლეიშვილის სამუშაო ოთახში შედგა.  პროცესში ჩართულობა საჭირო და აუცილებელია და იმედს ვიტოვებ, შეთანხმებული მუშაობით შედეგიც უკეთესი გვექნება“, – აღნიშნა ზვიად უნგიაძემ.

 

მსგავსი თემები