„პარტია დაზარალდა, შეილახა პარტიის იმიჯი“ – „თავისუფალი დემოკრატების“  თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„არჩევნებამდე ორი თვით ადრე პარტია დაზარალდა თავმჯდომარის წასვლის გამო, შეილახა პარტიის გარე იმიჯი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „თავისუფალი დემოკრატების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, თამარ კეკენიძემ განაცხადა.

კეკენიძე თვლის, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე თავმჯდომარის შეცვლამ პარტია დააზარალა, თუმცა ვარაუდობს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ამომრჩეველთა ხმების 2% – ს მოიპოვებენ.

თამარ კეკენიძე აღნიშნავს, რომ პანდემიამ პოლიტიკური პროცესები დააზარალა:

„კოვიდმა პოლიტიკური პროცესი ძალიან დააზარალა, ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკურ პარტიას შეეზღუდა თავისუფლად კამპანიის ჩატარება, ჩვენ ვცდილობდით გარე აქტივობები გვქონოდა, ვცდილობდით არ დაგვეზიანებინა ჩვენი მოსახლეობა და ამან შეიძლება იმოქმედოს ამომრჩევლის აქტივობაზე, ადამიანებს აქვთ განცდა, რომ გადატვირთულ უბნებზე არ იქნება უსაფრთხოების ნორმები დაცული, ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი რესურსით და სოციალური ქსელით ვავრცელებთ მოწოდებებს, რომ ვალდებულები ვართ უსაფრთხოების ნომრების დაცვით მივიდეთ არჩევნებზე.

არჩევნებამდე ორი თვით ადრე თავმჯდომარის შეცვლამ ჩვენი პარტია დააზარალა, თუმცა ვფიქრობ, რომ 2 % – ს ავიღებთ,“ – განაცხადა თამარ კეკენიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები