საქართველოში COVID-19-ის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გამოჯანმრთელდა 1262 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 32127-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1262-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 12632 გახდა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 3757 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3847. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 2249 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.

მსგავსი თემები