ბადრი ესებუას ნათესავები დილამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ

შინაგან

ბადრი ესებუას ახლობლების ნაწილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველო დღეს დილით გამეთენისას დატოვეს.
ბადრი ესებუას ოჯახის წევრები და ახლობლები პოლიციის სამმართველოში გვიან ღამით მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ შორის იყვნენ ბადრი ესებუას დეიდა და ბიძა. მანამდე მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა.

26 ოქტომბრის საღამოს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ბადრი ესებუას სახლშიც, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ესებუას მამა, ძმები და რამდენიმე ნათესავი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები