500 000 დოლარის გამტაცებელი ჯერ არ დაუკავებიათ

შსს ადასტურებს, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ბადრი ესებუაა.  

როგორც მინისტრს მოადგილემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავდამსხმელი იდენთიფიცირებულია და ის არის ბადრი ესებუაა. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ის დაკავებული არ არის და მიმდინარეობს აყვანის ოპერაცია.

შეიარაღებული მძარცველი, რომელიც „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარით გაუჩინარდა, ამ დრომდე დაკავებული არ არის. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ წუთებში საგანგებო განცხადება კეთდება.     

მსგავსი თემები