“სუს- მა დიდი ხანია დაკარგა რეალური ფუნქცია” – დავით ჭიჭინაძე

“სუს- მა დიდი ხანია დაკარგა რეალური ფუნქცია და პოლიტიკურ პოლიციად გადაკეთდა” – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ ლიდერმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ოცნებას“ არჩევნებში მონაწილეობის მორალური უფლებაც კი არ აქვს, რადგან რეალურად რამის გაკეთება კი არა, ადამიანებისთვის დაპირბებიც არ გააჩნიათ.

“სუს- მა დიდი ხანია დაკარგა რეალური ფუნქცია და პოლიტიკურ პოლიციად გადაკეთდა. და იმის მაგივრად, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნონ, პოლიტიკოსებს დასდევენ და ოპოზიციურ პარტიებს ებრძვიან.

პოლიტიკურ პოლიციაზე დაყრდნობილი ყველა ხელისუფლება კი როგორ ასრულებს, ზუსტად ვიცით, ასე რომ, ზუსტად მასევე დაასრულებს „ოცნების“ ხელისუფლება. ისე, „ოცნებას“ არჩევნებში მონაწილეობის მორალური უფლებაც კი არ აქვს, რადგან რეალურად რამის გაკეთება კი არა, დაპირბებიც კი არ გააჩნიათ ადამიანებისთვის. ისე აღმოვჩნდით წითელ ზონაში, პასუხი არავის აქვს ან ეკონომიკას რა უშველონ, ან იმ ადამიანებს, ვინც ბოლო თვეებში სიღატაკისთვის გაწირეს და ყველანაირი პერსპექტივა წაართვეს. მოკლედ, „ოცნების“ ხელისუფლებაზე უკადრებელს დღეს არავინ კადრულობს. ეგ კი არა, ხელისუფლებაში რომ არიან, უკვე ეგეც უკადრებელია! 10 მილიარდი ისე გააქრეს, ამ საერთო გასაჭირის ჟამს, არაფერი დახარჯულა არც ჯანდაცვაზე, არც სამუშაო ადგილების შექმნაზე. თავადაც მხოლოდ კომენტატორებად გადაიქცნენ და არახუნებენ ციფრებს. გამოსავლის მოძებნის ნაცვლად კი, ისევ შიდა ბრძოლები აქვთ გამართული, სხვადასხვა მეთოდებით როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება და განაგრძონ ხალხის გატყავება” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები