„ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც დეპუტატი წერს, მას სიცხე, ხველა, ყელისა და სახსრების ტკივილი აღენიშნება.

„მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით.

ვირუსის კვალობაზე თავს ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში.

ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით, ხანდაზმულებსa და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.

ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჩვენი გუნდით ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს.

ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს“, – წერს კახიძე.

მსგავსი თემები