„ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით“ – ენზელ მკოიანი

საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხარეს არასდროს ყოფილა და ყოველთვის ხალხის სამსახურში იყო. დეპუტატი ერთ-ერთი სოფლის მოასფალტებაზე საუბრობს რომელიც სწორედ მისი აქტიურობის შედეგია.   

„მთელი ჩემი სადეპუტატო საქმიანობის პერიოდში არასდროს ვყოფილვარ ოპოზიციის მხარდამჭერი. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით. დღესაც ვარ მოქმედი დეპუტატი მმართველი პარტიიდან და ამავდროულად დამოუკიდებელი კანდიდატი. მთელი ჩემი დეპუტატობის პერიოდში, ვიყავი დამაკავშირებელი რგოლი ხალხსა და მმართველ ხელისუფლებას შორის. ჩემი მოსახლეობის მოთხოვნით ყოველთვის წარმოვადგენდი ცენტრალურ ხელისუფლებას, ვშუამავლობდი უამრავ პროექტებზე, ერთ-ერთი დღეს განახორციელეს ჩვენს მუნიციპალიტეტებში.

ეს არის პატარა ხანჩალისკენ მიმართული გზის მოასფალტების პროექტი, რომლისთვისაც დიდი ძალისხმევა ჩავდე რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან. შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ჩემი შუამდგომლობა ამაო არ იყო და აი, დღეს გაიმართა სოფელ პატარა ხანჩალის უკვე მოასფალტებული გზის გახსნის ცერემონიალი,სადაც ვმონაწილეობდი ჩემი ხალხის მოთხოვნით“ – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები