ავჭალაში მოკლული მამაკაცი, სავარაუდოდ, ვალერიან ნემსიწვერიძეა

ავჭალაში სარაჯიშვილის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცი, სავარაუდოდ ვალერიან ნემსიწვერიძეა, წარსულში ერთ-ერთი გახმაურებული დანაშაულის ფიგურანტი.

როგორც ცნობილი გახდა, ის 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუშვილის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის საქმეში იყო ბრალდებული. მასთან ერთად საქმეში ფიგურირებდა დავით მინდაძე, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლომ დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოში მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებაში ცნო. ნემსიწვერიძეს კი მკვლელობის დაგეგმა ბრალდებოდა.

გარდა ამისა, ნემსიწვერიძეს ბრალი ედებოდა ბანკის აქტივების მითვისებაშიც.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

ავჭალაში სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში მამაკაცი ჩაცხრილეს. მკვლელმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მათ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.

მსგავსი თემები