ზუგდიდში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღობა მოხდა

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე, ე.წ. ახალ გზაზე ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა.

ამასთან, თავდამსხმელებმა ბენზინგასამართი სადგურიდან წაიყვანეს ერთ-ერთი ავტომობილი, რომელიც შსს-მ მოგვიანებით ზუგდიდის სოფელ უჩაშონაში იპოვა.

შსს-ს წარმომადგენლების მიერ მანქანა უკვე გადაყვანილია სპეციალურ სადგომზე.

ბენზინგასამართ სადგურზე დილიდან მუშაობდნენ კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი თემები