„ჯაჭვლიანთან კომუნიკაცია არ გვქონია, წელიწადში ერთხელ ვხვდებოდით, ფულის გაყოფის დროს“ – მწვრთნელი

„ჯაჭვლიანთან კომუნიკაცია არ გვქონია, წელიწადში ერთხელ ვხვდებოდით, ფულის გაყოფის დროს“ – მწვრთნელი

მკლავჭიდელები ფედერაციაში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად სპორტის სამინისტროს მიმართავენ და აცხადებენ, რომ მკვეთრი ზომები უნდა მიიღონ.  როგორც ფედერაციის პარანაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ დაუთაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, გამოსავალი ერთია – ჯაჭვლიანი წავიდეს და გამგეობა გაფართოვდეს.   

„საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის წესდება მოუწესრიგებელია.  ფედერაციის წესდება კონსტიტუციასთან შესაბამისი უნდა იყოს. უნდა გაფართოვდეს გამგეობა და გამგეობაში უნდა იყვნენ მკლავჭიდელები და არა ვიღაც „ტაქსისტები“ და ჯაჭვლიანები. ჯაჭვლიანთან კომუნიკაცია არ გვქონია, წელიწადში ერთხელ ვხვდებოდით და ისიც ფულის გაყოფს დროს. სხვა დროს ის ჩვენ არ გვინახავს. სამინისტროსთან გვაქვს კომუნიკაცია და მათი აზრიცაა, რომ ჯაჭვლიანს გაუჭირდება ფედერაციის მართვა“ – განცხადა დაუთაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე თქმით, სპორტის სამინისტრო განცხადებების ფორმატით არ უნდა შემოიფარგლოს და საჭიროა მკვეთრი გადაწყვეტილება.  

„ჩვენი ლიცენზიებია ჩვენს მიერ მოპოვებული მედლები და დამსახურებები. ამ საკითხს დღემდე იმიტომ არ ეშველა, რომ სოსო ჯაჭვლიანი ვერ მოვიშორეთ. იურიდიულად, წესდება ისე აქვს მოწესრიგებული, რომ როგორც მე ჩემი სახლიდან ვერავინ გამომიყვანს, წესით და კანონით ისე ვერ გავიყვანთ მას ფედერაციიდან, თუ რაღაც „ისეთი“ არ მოხდა. იმედი გვაქვს სპორტის სამინისტროს მკვეთრი რეაგირების. რაღაც მკვეთრი ნაბიჯი  უნდა გადადგან. თუ სოსო ჯაჭვლიანი არ გადადგა ფედერაციის პრეზიდენტობიდან, კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ და მივმართავთ პროტესტს მრავალ გზას, ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, რომ მივაქციოთ მთავრობის ყურადღება. ფედერაციას დაფინანსება შეუჩერეს.  თუ ეს იმიტომ მოხდა, რომ ჯაჭვლიანთან დავლაგდეთ, ეს არ გამოვა“ – განაცხადა დაუთაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.        

“მედიაცენტრ მთავარის” მასალია გამოყენების შემტხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები