მარტყოფში 19 წლის ბიჭი მოკლეს

ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება მარტყოფში მკვლელობით დასრულდა. არსებული ინფორმაციით 19 წლის ახალგაზრდა სასაფლაოზე მოკლეს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება თავდაპირველად მარტყოფის ცენტრში დაიწყო, შემდეგ კი მათ ერთ-ერთ სასაფლაოზე გადაინაცვლეს, სადაც მკვლელობა მოხდა. 

“საღამოს 10 საათისთვის დაწყებულა ამ ადგილას ორ ახალგაზრდას შორის დაპირისპირება. სავარაუდოდ, მერე აქ იჩხუბეს. აქ ბევრი საფლავია და ერთ-ერთ საფლავზე წაიყვანაო არასრულწლოვანმა ბიჭმა და იქ მოუკლავს ცივი იარაღით. 3 თუ 4 ჭრილობა აქვსო მიყენებული 19 წლის ბიჭს. ის, ვინც მოკლა, არის სკოლის მოსწავლე, მე-10-მე-11 კლასის 15 წლის ბიჭი და ის მოკლული 19 წლის ბიჭი,”-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

19 წლის ბიჭს 16 წლის არასრულწლოვანმა ცივი იარაღით 4 ჭრილობა მიაყენა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირების მიზეზი ერთი კვირის წინ დაწყებული გარჩევაა, თუმცა დეტალებს ვერ აკონკრეტებენ. 

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 16 წლის არასრულწლოვანია დაკავებული. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები