ღვინის აღმართზე მოძრაობა 1 კვირით შეიზღუდა

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, მეტოსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ, ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ღვინის აღმართზე სატრანსპორტო მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდა.

დედაქალაქის მერიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო და კიდევ ორი თვის განმავლობაში  გაგრძელდება.

როგორც „მთავარს“ თბილისის ნერიაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები,განახლდება გარე განათება, დამონტაჟდება ახალი მოაჯირები და დეკორატიული სანათები.

პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი თემები