თავდამსხმელმა სავარაუდოდ, სოფელ კირცხის ტყიდან დატოვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია

დღემდე სამართალდამცავები არ საუბრობენ იდენთიფიცირებულია თუ არა პირი, რომელმაც საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები აიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, ვერსიებზე საუბრობენ ექსპერტები. თავდამსხმელის აღჭურვილობისა და ქცევის მიხედვით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელს გავლილი აქვს კარგი სამხედრო მომზადება, ერთ – ერთი ვერსიით პირი მოქმედი სამხედროა.

რაც შეეხება, თავდამსხმელის ადგილსამყოფელს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მან ბოლო მძევლები სოფელ კირცხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაათავისუფლა და სწორედ ამ სოფელში მდებარე ტყით, მან სავარაუდოდ, დატოვა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და ის, ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. 

მსგავსი თემები