თავდამსხმელმა მძევლად სამხარეო პოლიციის უფროსიც აიყვანა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა, რომელიც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიჭრა, თან 3 მძევალი წაიყვანა, მოგვიანებით კი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაც აიყვანა. მასთან ერთადაა ზუგდიდის მერის ნათესავი.    

ერთ-ერთი ინფორმაციით, გალდავა  შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს  აწარმოებდა და მას თანხა სწორედ პოლიციის უფროსმა გადასცა.

ამ ეტაპისთვის, ოფიციალური განცხადება არ კეთდება, თუ სად იმყოფება შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც ხელში ხელყუმბარა ეკავა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის მიემართება კონკრეტული ადგილისკენ სადაც მას ვერტმფრენი ელოდება.  

მსგავსი თემები