ზუგდიდში, „საქართველოს ბანკი“ მძევლად აყვანილმა კიდევ ერთმა პირმა დატოვა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკიდან“ კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

ცოტა ხნის წინ, ორი მძევალი გათავისუფლდა. შსს-ში არ აკონკრეტებენ, სულ რამდენი მძევალია გათავისუფლებული და რამდენი რჩება ბანკის შენობაში. თუმცა, არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს ახლა 16 მძევალი ჰყავს. სამართალდამცველების დახმარებით, ბანკის ფილიალი რამდენიმე საათის წინ კიდევ დაახლოებით ხუთმა ადამიანმა დატოვა.

მსგავსი თემები