„კაცი ელოდება, მოიტანონ თავისი თანხა და შეუსრულონ ყველაფერი“ – მძევალი

ტერორისტმა, რომელიც შეჭრილია „საქართველოს ბანკში“,  კიდევ ერთ მძევალს მისცა საშუალება პირდაპირ ეთერში დაერეკა და მისი მოთხოვნები გაეჟღერებინა.   

„ბევრი დრო არ გვრჩება, მთავრობამ ცოტა ხალხისკენ გამოიხედოს და შეასრულონ თავისი მოვალეობა. გთხოვთ, ძალიან ამას, ყველა ამას ითხოვს. თავის დროს ელოდება, კაცს ელოდება მოიტანონ თავისი თანხა და შეასრულონ ის ყველაფერი, როგორც ამბობს. გთხოვთ ძალიან. ყველა აქ შოკში ვართ, მოთხოვნა არის ფული! რამე ღონისძიებას არ მიმართონ. როგორც ამბობ ეს პიროვნება ისე ჩაატარონ ყველაფერი, თორემ ყველა საფრთხის წინაშე ვდგავართ. ყუმბარა უჭირავს ხელში ხელს გაუშვებს და დავიხოცებით ყველა მიმართეთ იმ ზომებს, რაც საჭიროა“ – განაცხადა ერთ-ერთმა მძევალმა ქალმა, რომელიც საქართველოს ბანკში სხვა 17 მძევალთან ერთად იმყოფება.

ტერორისტი 500 000 დოლარს და უსაფრთხოებას ითხოვს.  

მსგავსი თემები