ნახევარი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი, ხელყუმბარა გახსნილია

საქართველოს ბანკის შენობაში დაახლოებით 18 მძევალი რჩება. შეიარაღებული კრიმინალი მათ იარაღით აკონტროლებს და პერიოდულად, ჟურნალისტებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს და მოთხოვნებს აჟღერებს.

„ნულოვანი რეაგირებაა სამართალდამცველების მხრიდან რაც აღიზიანებს როგორც მძარცველს ისე მძევლებს. ის მოთხოვნების  შესასრულებლად ვადას 18:00 საათამდე იძლევა. მნიშვნელოვანია რომ ხელში უჭირავს ხელყუმბარა, რომელიც ხელიდან ხელშ გადააქვს.  18 მძევალი დარჩა, რამდენიმე შეუძლოდ იყოს და გაუშვა“ – ეს არის ერთ-ერთი მძევლის სიტყვები, რომელიც ბანკის შენობაში იმყოფება და იმას აჟღერებს, რასაც შეიარაღებული თავდამსხმელი კარნახობს.

შეგახსენებთ, რომ  შეიარაღებული კრიმინალი   ხუთასი ათას დოლარს, უსაფრთხოების გარანტიას და აქედან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

„იმ შემთხვევაში თუ ძალოვანი სტრუქტურები არ ჩაერევიან და ეს მოთხოვნები შესრულდება, არავინ დაზიანდებაო. ის ითხოვს ასევე ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას. ვერტმფრენის დასმის საშუალება შენობას აქვს”, – განაცხადა მძევალმა.

მსგავსი თემები