“შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მოქალაქემ უნდა დარეკოს – 144-ზე” – ნათია მეზვრიშვილი

“112-ზე ადამიანებმა უნდა დარეკონ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქვთ შეკითხვები, შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მოქალაქემ უნდა დარეკოს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე – 144-ზე”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ზარები განხორციელდება მიზნობრივად, პრობლემები აღმოიფხვრება და რესურსები მოხმარდება იმ ადამიანებს, ვისაც ეს რეალურად სჭირდება.

„112-ზე ადამიანებმა უნდა დარეკონ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქვთ შეკითხვები, მაგალითად, აქვთ კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომები. ნებისმიერი სხვა შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად რა ტიპის შეზღუდვები აქვს მთავრობას დაწესებული, რა ტიპის შეზღუდვებია მოხსნილი და მსგავსი საკითხები, ამ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქემ უნდა დარეკოს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე – 144-ზე. თუ ეს ზარები განხორციელდება მიზნობრივად, ეს პრობლემები აღმოიფხვრება და გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი რესურსები მოვახმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს რეალურად სჭირდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები