თავდამსხმელს ხელყუმბარა უჭირავს, რომელსაც დამცავი მოხსნილი აქვს

საქართველოს ბანკის შენობიდან, სადაც თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა, ერთ-ერთ მძევალს „ტვ პირველში“ დაარეკინეს და თანხა მოითხოვეს.   

როგოც ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, ლიმონკას დამცავი მოხსნილი აქვს.

„შემიძლია ის გავაკეთო, რის უფლებასაც მაძლევენ. ადამიანი შეიარაღებულია „კბილებამდე“, ხელში უჭირავს ხელყუმბარა, რომელსაც დამცველი მოხსნილი აქვს და ხელის გაშვების შემთხვევაში ამოქმედდება, ყველანაირი ძალადობრივი მოგვარების მცდელობა გამოიწვევს მსხვერპლს ეს ადამიანი ითხოვს 500 000 დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს“ – განაცხადა მძევალმა.

მას თავდამსხმელმა საშუალება მისცა სხვა მძევლებიც ენახებინა ტელეფონით. ბანკის შენობაში, მძევლები იატაკზე სხედან და თავი ძირს აქვთ დახრილი.   

მსგავსი თემები