” ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედება” – მიხეილ ჩხენკელი

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მსოფლიო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტის იდეისა და მისი განვითარების კონცეფციის ავტორია ბიძინა ივანიშვილი. ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს”, – ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

„დღეს ჭეშმარიტად ისტორიული დღეა და მინდა პირველ რიგში ეს დღე სტუდენტებს მივულოცო. დღეს დილით ძალიან ემოციური მომენტი იყო, როდესაც პირველკურსელებმა უნივერსიტეტის ფიცი დადეს. მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ასეთი ბრწყინვალე უნივერსიტეტის გახსნის დღე. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მსოფლიო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტის იდეისა და მისი განვითარების კონცეფციის ავტორია ბიძინა ივანიშვილი. ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს ბრწყინვალე საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალურია და მინდა გამოვყო რამდენიმე მთავარი მიმართულება. მისი აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები აქ ისწავლიან ზუსტად იმ პროგრამით, რომლითაც მათი თანატოლები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სწავლობენ. ეს არის გარანტია იმის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტის ფილოსოფია დამყარებულია სწორედ ამ მიდგომაზე. მომდევნო წლებში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები და თითოეული პროგრამა დაფუძნებული იქნება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები წაიკითხავენ და ეს როგორც ტრადიციულ, ასევე ონლაინ-ფორმატში მოხდება.

მსგავსი თემები