სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა

გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა.

კორონავირუსის შემთხვევების გამო მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა დაიხურა.

ამასთან, აღნიშნულ ფაქტს განათლების სამინისტროში ადასტურებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა 30 ოქომბრამდე სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადავა. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები კი ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად, თვითიზოლაციაში იქნებიან. ასევე, სკოლაში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

მსგავსი თემები