” სომხეთის ხელმძღვანელობა მუხლებზე დავაჩოქეთ” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელმძღვანელობა მუხლებზე დააჩოქა.

„სომხეთის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს. ჩვენ ისინი მუხლებზე დავაჩოქეთ“, – აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.

ილჰამ ალიევის თქმით, ყოველ დღე ახალ დასახლებულ პუნქტებში აზერბაიჯანის დროშის აღმართვა ხდება.

„ჩვენი მიწებიდან ვდევნით მათ და მომავალშიც ასე იქნება. ყოველ დღე კარგი ამბები მოდის. ყოველ დღე ახალ დასახლებულ პუნქტებში აზერბაიჯანის დროშა აღიმართება. ამაშია აზერბაიჯანის სახელმწიფოს სიძლიერე“, – განაცხადა მან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში სომხეთის ხელმძღვანელობა საკუთარი არმიის სიძლიერის შესახებ მითებს იგონებდა.

„სად არის სომხეთის უძლეველი არმია? ნახეთ, როგორ გარბიან. მათი სიძლიერე მითი იყო. ჩვენ ეს მითი გავანადგურეთ“, – დასძინა ილჰამ ალიევმა.

მსგავსი თემები