„დღეისათვის საქართველოში ვაქცინების ის რაოდენობა რაც ქვეყანას სჭირდება, არაა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ნოემბრიდან შემოვა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის ინფორმაციით წელს ქვეყანაში გასულ სეზონთან შედარებით, გრიპის ორჯერ მეტი ვაქცინა შემოვა:

„ვაქცინების ის რაოდენობა რაც ქვეყანას სჭირდება შემოტანილი  არაა, წელს განსაზღვრული იყო 200 000 დოზა ვაქცინა და ამას კიდევ დამატება, ნოემბრის დასაწყისში ქვეყანას საკმარისი რაოდენობის გრიპის ვაქცინა ექნება, რაც შეეხება სტაციონარს, შარშან ჩვენ პრობლემების გარეშე მივიღეთ პაციენტები და ვფიქრობ, რომ არც წელს არ იქნება ამის პრობლემა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცნეტრ მთავრში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.”

მსგავსი თემები