“გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია” – მამუკა ხაზარაძე

“ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ COVID-19-ის მკურნალობის კურსს. რაც მთავარია, COVID-19-ი ხელს ვერ მიშლის, ჩართული ვიყო ჩვეულ აქტივობებში, მართალია, დისტანციურად, თუმცა დღევანდელ სამყაროში კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში ასე უფრო მარტივი და ეფექტურია”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის, ყურადღებისთვისა და სიყვარულისთვის, რომელიც ამ დღეებში თქვენგან ვიგრძენი. ჩემთვის თქვენი თითოეული გზავნილი ძალინ მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც უცნობი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები ინტერესდებიან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით და თანადგომას გამოხატავენ. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ამისთვის.

ამ დროისთვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს ადამიანები მართლაც რომ გმირები არიან. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით მოვიგებთ ბრძოლას COVID-19-თან.
გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა.

ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ COVID-19-ის მკურნალობის კურსს. რაც მთავარია, COVID-19-ი ხელს ვერ მიშლის, ჩართული ვიყო ჩვეულ აქტივობებში, მართალია, დისტანციურად, თუმცა დღევანდელ სამყაროში კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში ასე უფრო მარტივი და ეფექტურია” – წერს ხაზარაძე

მსგავსი თემები