” თითოეული გაუკეთებელი პირბადე, დაუცველი დისტანცია ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება” – ნათია მეზვრიშვილი

სახელმწიფო ვირუსს მართავს და მას აკისრია მისი წილი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ წესების აღსრულება სათანადოდ გააკონტროლოს, თუმცა ეს პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსის შენელებისკენ არის მიმართული, გაზიარებული პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ ორგანიზაციებს, კერძო სექტორს.

„ასევე – მოქალაქეს, რაც ნიშნავს, რომ დადგენილი წესები ყველა სუბიექტმა უნდა დაიცვას. სხვაგვარად წარმოუდგენელია ვირუსის გავრცელების შენელება, როდესაც არ ვაპირებთ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ამას ეკონომიკა ვერ გაუძლებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ინფიცირებულების გაზრდილი რაოდენობა პირდაპირ არის დაკავშირებული წესების დარღვევასთან.

„თითოეული გაუკეთებელი პირბადე, დაუცველი დისტანცია ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები