გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გამო 3 საჯარო სკოლა დაიხურა

გორის მუნიციპალიტეტში სამი საჯარო სკოლა დაიხურა – სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების გამო გადადის.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გორის მეცხრე, ტყვიავის და კარბის საჯარო სკოლებში სწავლა 2 კვირით შეწყდება. უკვე დაკეტილია მე-3 საჯარო სკოლა, სადაც სასწავლო პროცესი 26 ოქტომბრიდან განახლდება.

მსგავსი თემები