თერჯოლაში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლაში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, გარდაცვალება დღეს დილით დაფიქსირდა.

გარდაცვლილია 71 წლის ქალი, ის კლინიკაში სამეგრელოდან ორი დღის წინ შეიყვანეს. მას თანმდევი დაავადებები ქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1192 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

მსგავსი თემები