მღვდელმსახურებს საპატრიარქოსგან უსაფრთხოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ

საპატრიარქოს პრესმდივნის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მღვდელმსახურებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ:

“დღეს მღვდელმსახურებთან საპატრიარქოსგან დაიგზავნა სმს შეტყობინება, საჭიროა მსახურებისას, მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მსახურების შემდეგ მოხდეს ტაძრის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით,” – წერს ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკზე.

მსგავსი თემები