„მეგრელი მტრედის“ საოცარი ისტორია, რომელიც წიწილებთან გაიზარდა

„მეგრელი მტრედი“  სახელად წიპა ჩხოროწყუში, დარსალიების ოჯახში ცხოვრობს. მას საოცარი ისტორია აქვს, რომელსაც ოჯახის წევრები „მთავარს“ უყვებიან.

წიპა  ახალგამოჩეკილი ბარტყი იყო, როცა ბავშვებმა ჩხოროწყუს პარკში იპოვეს და თამაშობდნენ. ერთ-ერთ ახალგაზრდა შეეცოდა რომ არ მოეკლათ და სახლში წაიყვანა. ოჯახის დიასახლისმა კი წიწილებთან ერთად გაზარდა და დღემდე მათთან ცხოვრობს.

„ჩემმა შვილმა სახლში რომ მოიყვანა ძალიან პატარა იყო.  ყველა წიწილას პირს უღებდა როგორც ბარტყი, რომ მისთვისაც ეჭმიათ. 3 დღე ხელით ვაჭმევდი. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ნახა წიწილები როგორ ჭამდნენ, თავადაც  აკენკვა დაიწყო და გაიზარდა როგორც წიწილა. წიწილები რომ წამოიზარდნენ, ახლა ქათმებთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას. მათთან ერთად შედის საქათმეში, მათთან ერთად ჭამს, „წიპა“ „წიპას“ რომ დავუძახებ, ეგრევე გამორბის“ – უყვება „მთავარს“ დარსალიების ოჯახის დიასახლისი.

„წიპას“ კიდევ ერთი უცნაური ისტორია ის არის, რომ მტრედებს არ მიყვება და ქათმებთან რჩება.

„წრიპა“ ჩვენი ოჯახის წევრია, არსად მიდის. მტრედებმა არაერთხელ  მოაკითხეს, მაგრამ არ გაყვა. მტრედების ცეკვაც კი ვნახე, 5 მტრედი მოფრინდა და ცეკვავდნენ, მაგრამ მათთან ერთად არ გაფრინდა“, – გვიყვება დიასახლისი.

მსგავსი თემები