კორონავირუსის გავრცელების გამო, თბილისში კიდევ სამი საბავშვო ბაღი დაიხურა

„კოვიდ-19“-ის დადასტურების გამო, თბილისში კიდევ სამი საჯარო საბავშვო ბაღი დაიხურა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ აცნობა.

კერძოდ, დახურულ ბაღებს დაემატა N205, N46 და N113 ბაღები.

შედეგად, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის განახლებიდან, 12 ოქტომბრიდან დღემდე, დაწესებულებების პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დაფიქსირების გამო 23 ბაღია დახურული.

მსგავსი თემები