გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულები დაიკითხებიან

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში – არასრულწლოვნების საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე არასრულწლოვანი ბრალდებულები დაიკითხებიან.

გიორგი მერაბიშვილის ადვოკატის, როსტომ კერესელიძის ინფორმაციით, დასაკითხია ბრალდებული 5 პირი, რადგან არასრულწლოვანი ზ.ხ. წინა პროცესზე დაიკითხა. მისივე თქმით, ბრალდებულების დაკითხვით სასამართლო გამოძიება დასრულდება.  

მათ სასამართლო ახალგაზრდა ფეხბურთელზე ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

მსგავსი თემები