“კოვიდი წლიური სიკვდილიანობის მაჩვენებლით თანდათან ასწრებს როგორც შიდსს, ისე მალარიას და ჯერჯერობით ჩამორჩება მხოლოდ ტუბერკულოზს” – ამირან გამყრელიძე

კოვიდი სიკვდილიანობის მაჩვენებლით ინფექციური მკვლელებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ტუბერკულოზს ჩამორჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ის სიკვდლიანობით მალე გაუსწორებს როგორც ტუბერკულოზს, ასევე ჰეპატიტს.

„კოვიდი წლიური სიკვდილიანობის მაჩვენებლით თანდათან ასწრებს როგორც შიდსს, ისე მალარიას, ჯერჯერობით ჩამორჩება მხოლოდ ტუბერკულოზს ინფექციური მკვლელებიდან და ალბათ, როგორც პროგნოზი არის, გადაასწრებს წლიური მაჩვენებლით ტუბერკულოზსაც და ჰეპატიტს,”-განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები