იმერეთში კორონავურუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავურუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 68 შემთხვევა ქუთაისს უკავშირდება. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, სულ ქუთაისის ლაბორატორიაში 1459 ნიმუში გამოიკვლიეს. უმეტესობა უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტებია. ვირუსი 18-მდე სკოლაში დაფიქსირდა, უმეტესობა ბავშვები არიან, ონლაინ რეჟიმზე მხოლოდ მათი სასწავლო კლასებია გადაყვანილი.

იმერეთში არსებულ კოვიდკლინიკებში 530 ადამიანი მკურნალობს, სასტუმროებში კი 200-მდე უსიმპტომო ინფიცირებულია. ამ დროისთვის იმერეთის მასშტაბით 2800-მდე ადამიანია იზოლაციაში.

მსგავსი თემები