ხაშურის მაჟორიტარმა არსებული საჭიროებები მოსახლეობასთან ერთად განიხილა

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილა.  ხაშურისა და დაბა სურამის მოსახლეობამ მაჟორიტართან შეხვედრისას მთავარი მოსაგვარებელ საკითხების ხუთეული დაასახელა.

როგორც ადგილობრივებმა მაჟორიტართან შეხვედრისას აღნიშნეს, მათი ძირითადი გამოწვევებია:  სურამის რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა; სურამში, ნიაღვრის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე სამუშაოების დასრულება და ნარჩენების გატანა; ქუჩაში უმეთვალყურეოდ გადაადგილებული შინაური ცხოველების მიერ გარემოს დაბინძურება და სხვა.

ადგილობრივებმა მაჟორიტართან წყლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დაუმონტაჟებელი წყლის მრიცხველები დაასახელა, რის გამოც, ამ მონაკვეთზე დაახლოებით 30 ოჯახს წყალი ვერ მიეწოდება.

როგორც დეპუტატმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე აღნიშნა,  მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა საკითხს მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევს. გარდა აღნიშნული საკითხების მოგვარებისა, დეპუტატის თქმით გეგმაშია  სპორტული მოედნების მოწესრიგება: „შესაბამის სტრუქტურებთან უკვე  მიმდინარეობს მოლაპარაკება ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად შერჩეულ და რეკომენდირებულ მიწის ნაკვეთზე სპორტული მოედნის მოწყობასთან დაკავშირებით.  გეგმაშია, რომ ღია ცის ქვეშ  სხვადასხვა ტიპის სპორტული ინვენტარი დამონტაჟებაც“.

მსგავსი თემები