4 გარდაცვლილიდან ორი, 87 წლის და 65 წლის პაციენტები არიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის თქმით, გასულ 24 საათში COVID-19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა.

“გარდაცვალება 4, მე აქედან ვიცი 2-ის მონაცემები. არის 87 წლის ქალბატონი და 65 წლის მამაკაცი, აჭარაში. ორის მონაცემებს ვერ მოგახსენებთ, ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია,“ – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მარინა ენდელაძე ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 70-მდე ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. მარინა ენდელაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელს უმკლავდება.

მსგავსი თემები