“ვირტუოზის სული” ამჯერად მსმენელებს ნატანებში ელოდება

გერმანიაში მოღვაწე ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ – მახარაძე და მისი მეუღლე, გერმანელი პიანისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი უვე ბერკემერი ამჯერად კონცერტს ბელა მახარაძის მშობლიურ ნატანებში გამართავენ. კონცერტი 17 აგვისტოს, 18:00 საათზე ნატანების კულტურის სახლში გაიმართება.

როგორც ბელა ბერკემერ – მახარაძემ „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ეს კონცერტი მისთვის ყველაზე ამაღელვებელი იქნება, რადგანაც ნატანები მისი მშობლიური კერაა.

„საქართველოში დაგეგმილი ჩვენი ტურნე ამჯერად ჩემს მშობლიურ ნატანებში გრძელდება. დარწმუნებული ვარ, ეს კონცერტი სულის ზეიმი იქნება. მსმენელს შევთავაზებთ: ანტონიო ვივალდის, იოჰანეს ბრამსის, ენდრიუ ლოიდ ვებერის, ჯონ უილიამსის, უვე ბერკემერის, ვაჟა აზარაშვილისა და ვიტორიო მონტის ნაწარმოებებს. კიდევ ერთხელ მეძლევა შესაძლებლობა, ჩემი მსმენელები გულში ჩავიკრა. მინდა, რომ დარბაზში მყოფი ყველა ადამიანმა ჩვენი წყვილის სითბო და სიყვარული იგრძნოს“ – განუცხადა ცნობილმა მევიოლინემ „მთავარს“.

მსგავსი თემები