„ეპიდსიტუაცია იძაბება, დიდია უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,  ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეპიდემიის მეორე ტალღა დაწყებულია. მისივე თქმით, სტაციონარებში მხოლოდ მძიმე პაციენტები უნდა მოხვდნენ და მსუბუქებმა ადგილი არ უნდა გადატვირთონ.

„თანდათან უფრო იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე. მორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით. თუმცა, შედარებით უფრო მსუბუქია სიმძიმის თვალსაზრისით. უფრო მეტია მსუბუქად და ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები. საკმაოდ დიდია უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა, ისინი უნდა იმართონ ბინაზე. აღმავალია ინფექციის ტენდენცია“ – განცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, სტაციონარში ძირითადად უნდა მოხვდნენ მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ვისაც აუცილებლად სჭირდება ინტენსიური თერაპია.

მსგავსი თემები