„სინოდის სხდომა გაიმართება თუ არა ვერ გეტყვით,“ – მიტროპოლიტი

„ჩვენ ვიყავით დავით გარეჯში ჩასული, როდესაც პირველად მოხდა აზერბაიჯანელი სამხედროების გაჩერება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ „კარტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ცნობილი არა რის შედგება თუ არა სინოდის სხდომა.

„არ ვიცი, ამ საკითხზე სინოდი გაიმართება თუ არა. როგორც საჭირო იქნება, ისე მოხდება. მეც ტელევიზიებიდან გავიგე რუკების ამბავი და მანამდე ვიცოდით, რომ რაღაც პრობლემა იყო“ – აღნიშნა სასულიერო პირმა და დასძინა, რომ ის მამა კირიონს შეხვდა და ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი წევრი დააკავა.

მსგავსი თემები