„ამ რუკის გვერდზე გაწევით ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები აზერბაიჯანთან“ – მამა კირიონი  

„ეს დანაშაული მელაშვილი-ილიჩევას დონეზე არ არის ჩადენილი“ – აცხადებს დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირი მამა კირიონი და სახელმწიფოსგან მაღალი თანამდებობის პირების გამოკვეთას ითხოვს.

„გავიდა 13 წელი და ჩვენი მხრიდან იქ ასვლა ვერ ხდება. მე ვამბობ, რომ ჩადენილია დანაშაული და ეს დანაშაული არის გამოსაძიებელი სახელმწიფოს დონეზე. აქ მელაშვილისა და ილიჩოვას დონესთან არ გვაქვს საქმე. ისინი შეიძლება იყვნენ ყველაზე უმდაბლესი დონე. გასარკვევია, რა მოტივაციით ხდებიდა ეს ყველაფერი. სახელმწიფო კარგავს ტერიტორიებს და ეს ყველაფერი დადის 2 ადამიანის დონეზე? –  სირცხვილია“ – ამბობს მამა კირიონი.

სასულიერო პირის განცხადებით, რუკაზე, რომლითაც კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ, ყველაფერი კარგად ჩანს, თუმცა, ეს რუკა გვერდზე გადადეს.

„1:500 000-იან რუკაზე მკაფიოდ ჩანს, რომ მწვერვალი „უდაბნო“, რომელიც დღეს აზერბაიჯანის მხარესაა, კომისიის მუშაობის შედეგად ხელწერილი, არის ჩვენს მხარეს. ვიმეორებ, ჩანს  რუკაზე რომ მთა უდაბნო არის ჩვენს მხარეს. ამ რუკის გვერდზე გაწევა ნიშნავს, რომ ჩვენ გავწიეთ დოკუმენტი გვერდზე, რომელითაც პირწმინდად დავკარგეთ ტერიტორიები აზერბაიჯანთან.  ნამუშევერია შემდგომი წლების რუკებით, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონდა“ – აღნიშნავს დავით გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირი.  

მსგავსი თემები