მსახიობ კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

მსახიობს, სტიქაროსანსა და ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ თანამშრომელს, კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

მსახიობის თქმით, ინფიცირების წყარო მისი მეგობარია.

„ვირუსი 1-ელ ოქტომბერს დამიდასტურდა. წყარო ვიცი. ჩემმა მეგობარმა გადამდო, რომელიც აქვე, ორი პალატის იქითაა მოთავსებული. მას შემდეგ, რაც მას დაუდასტურდა და მითხრა, ვიყავი ჯერ თვითიზოლაციაში, სახლში, შემდეგ – სასტუმროში და სასტუმროში გამომივლინდა სიმპტომები. ახლა ვარ ბოჭორიშვილის კლინიკაში. ვითვლები სტაბილურ პაციენტად. თავიდან უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ გუშინ ორივე ფილტვზე აღმომაჩნდა პნევმონია და გააგრძელეს მკურნალობის ახალი ეტაპი. მადლობა ღმერთს, რაც მადარდებდა, არ ახდა და ჩემგან არავის გადასდებია, რადგან იზოლაციაში ვიყავი და კონტაქტები არ მქონია“ – აცხადებს კახა მიქიაშვილი.

მსგავსი თემები