პირველი კლასის მოსწავლეს თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 126-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც 126-ე სკოლის დირექტორმა, ირინე მჭედლიძემ განაცხადა, ბავშვი სკოლაში ოთხშაბათის შემდეგ არ ყოფილა.

„ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, ყველა საკლასო ოთხაში დეზინფექცია დღეს და ხვალ ტარდება, ხოლო აღნიშნული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადაგვყავს. დანარჩენ კლასებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

მსგავსი თემები