დასახელდა რისკ-ჯგუფები, ვისაც გრიპზე უფასოდ აცრიან

“რადგან პირველ ეტაპზე მომწოდებელი გვაწვდის 25 ათას დოზა ვაქცინას, ვფიქრობ რომ უპრიანია ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფები აიცრას”, – ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის პირველი ტრანში ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებზე გაიხარჯება, შემდეგ კი სხვა მაღალი რისკის ჯგუფებზე.

„ეს ჯგუფები განსაზღვრულია საერთაშორისო რეკომენდაციის საფუძველზე. პირველი 25 ათასი დოზა გამიზნული უნდა იყოს ორსულების, დიალიზზე მყოფი პაციენტებისა და მათი მომვლელი პერსონალის, აივინფიცირებული პაციენტების, C ჰეპატიტის მკურალობაზე მყოფი პაციენტების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურე პერსონალის ასაცრელად“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

მსგავსი თემები