900-მდე მოსწავლე და მასწავლებლები იზოლაციაში გადაიყვანეს

აჭარის შემდეგ, „კოვიდინფექცია“ თბილისშიც აღმავლობით ვრცელდება. ვირუსი არაერთ სკოლაში დაფიქსირდა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეჩერდა. რაც შეეხება თბილისის 32-ე საჯარო სკოლას, სადაც ვირუსი გუშინ დაფიქსირდა, იზოლაცია პედაგოგებსაც შეეხოთ.  

ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, 32-ე საჯარო სკოლაში თვითიზოლაციაში 900-მდე  მოსწავლე იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, ვირუსზე ეჭვი  30-მდე პედაგოგზე არსებობს და მათ აკვირდებიან.

აღნიშნულ სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

მსგავსი თემები